07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნატო-ს მეთაურებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს

ნატო-ს მეთაურებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს - ინფორმაციას გამოცემა "The Guardian" ავრცელებს. შეხვედრაში, რომელიც 11 დღის წინ გაიმართა, ზალუჟნის გარდა, მონაწილეობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა მიიღო.

ხუთსაათიანი შეხვედრის მიზანი უკრაინის სამხედრო სტრატეგიის გადახედვა იყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ.

დღის ამბები