07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
საბერძნეთში დააკავეს მოქალაქე, რომელიც აღიარებს, რომ ივლისსა და აგვისტოში ხანძარი განზრახ, 4-ჯერ გააჩინა

საბერძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. იზრდება დაკავებულთა რაოდენობაც. ტყის ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, კიდევ ორი მამაკაცია დაკავებული. ერთ-ერთი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ცეცხლი გამხმარ ბალახს წაუკიდა.

დაკავებული აღიარებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ივლისსა და აგვისტოში ხანძარი 4-ჯერ გააჩინა.

ჯამში, მსგავსი ბრალდება უკვე 81 ადამიანს აქვს წაყენებული. რაც შეეხება ხანძარს, ამ დროის მონაცემებით, საბერძნეთში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ათასობით მეხანძრესთან ერთად, ჩართულია ავიაციაც.

დღის ამბები