07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
საბერძნეთში, თურქეთის საზღვართან, ტყის მასშტაბური ხანძრები მე-9 დღეა გრძელდება - ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დაკავებულია 79 ადამიანი

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან, ტყის მასშტაბური ხანძრები მეცხრე დღეა გრძელდება. მედიის ცნობით, მაშველები აცხადებენ, რომ ისინი ხანძრის კონტროლს ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა და ხანძრის ჩაქრობის იმედი ჯერ არ არის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომავალ კვირას, ქარის სიხშირის მატების გამო, შესაძლოა, ხანძარი უფრო მეტად გავრცელდეს. მათივე ინფორმაციით, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 74 000 ჰექტარი დაიწვა, აქედან 13 000 – ეროვნულ პარკში.

თურქეთის საზღვართან, ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად გავრცელებული ხანძრის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტები, რომლებმაც საზღვარი თურქეთიდან გადმოკვეთეს.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ცეცხლის გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები