07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მიგრანტების აქტიური შედინების გამო ევროკავშირს დახმარებას სთხოვს

იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ადოლფო ურსომ მიგრანტების აქტიური შედინებისა და კუნძულ ლამპედუზაზე არსებული სიტუაციის გამო ევროკავშირს დახმარებისკენ მოუწოდა.

"სიტუაცია ლამპედუზაში ყველასთვის აშკარაა, მაგრამ სწორედ ევროპა უნდა დაეხმაროს იტალიას ამ პრობლემის მოგვარებაში," - განაცხადა ურსომ კუნძულ ლამპედუზაზე ვიზიტისას, სადაც მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება.

იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, ლამპედუზაში ვითარება არასტაბილურია და უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რათა შემცირდეს მიგრანტების რაოდენობა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გასული დღეების განმავლობაში, ლამპედუზაში არალეგალური მიგრანტების რეკორდული რაოდენობის ჩასვლა დაფიქსირდა.

დღის ამბები