07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
თალიბანმა ქალებს პოპულარული ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა

თალიბანის მთავრობამ ქალებს ბამიანის პროვინციაში მდებარე ბენდ-ე-ამირის ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ქალები პარკში ჰიჯაბის გამოყენების წესს არ იცავდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Band-e-Amir ქვეყნის პოპულარული ტურისტული ატრაქციონია, რომელიც 2009 წელს ავღანეთის პირველი ეროვნული პარკი გახდა. ეს არის პოპულარული ადგილი ოჯახებისთვის, ახლა კი ქალებს იქ შესვლა ეკრძალებათ.

ავღანური სააგენტო Tolo News-ის ინფორმაციით, იუნესკო აღწერს პარკს, როგორც "ბუნებრივი გზით შექმნილი ტბების ჯგუფს, განსაკუთრებული გეოლოგიური წარმონაქმნებითა და სტრუქტურით, ასევე ბუნებრივი და უნიკალური სილამაზით". თუმცა, როგორც ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, ქალებისთვის პარკში ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად წასვლა "სავალდებულო არ არის".

Band-E-Amir-ის ეროვნული პარკის მონახულების აკრძალვა ერთ-ერთი ახალი წესია იმ გრძელ სიაში, რომელიც ქალებს 2021 წლის აგვისტოში თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ შეეხოთ. სულ ახლახანს, თალიბებმა ავღანეთში თმისა და სილამაზის სალონების დახურვის ბრძანება გასცეს, ასევე წლევანდელი წლიდან ქალებს ეროვნული უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების ჩაბარებაც აეკრძალათ.

დღის ამბები