07 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ევაკუაცია ვარშავის აეროპორტიდან - სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ბარგში ხელყუმბარა, ოთხი ტყვია და სხვა საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს

ვარშავის შოპენის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შენიშნეს მამაკაცი, რომელიც უკრაინიდან მიემგზავრებოდა და ბარგში ხელყუმბარა, ოთხი ტყვია და სხვა საბრძოლო მასალა ჰქონდა.

ადგილობრივი დროით 15:05 საათზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 41 წლის მოქალაქის ხელბარგის დათვალიერებისას 5,56 მმ კალიბრის ოთხი ვაზნა აღმოაჩინეს. ამის საფუძველზე მგზავრის ჩაბარებული ბარგი გაჩხრიკეს, რომელშიც ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ეს მამაკაცი უკრაინიდან დუბაიში მიემგზავრებოდა.

საერთო ჯამში, აეროპორტიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მესაზღვრეებმა სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს.

ცნობისთვის, ვარშავის შოპენის აეროპორტი, საიდანაც ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტია პოლონეთში.

დღის ამბები