07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
სავარაუდოდ კრემლია პასუხისმგებელი პრიგოჟინის სიკვდილზე - თეთრი სახლის ადმინისტრაცია

სავარაუდოდ კრემლია პასუხისმგებელი "ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გაიხსენა ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება პუტინის გარეშე.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტიანი მუშაობის გამო მოხდა" - აღნიშნა ჟან-პიერმა.

დღის ამბები