07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
"რუსეთის დიდი იმპერიის" შესახებ რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის ელჩი დაიბარეს

"რუსეთის დიდი იმპერიის" შესახებ რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის ელჩი დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, მათ მიიწვიეს სამოციქულო ეკლესიის ნუნცი "საუბრისთვის" მას შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსი შვებულებიდან დაბრუნდება.

25 აგვისტოს რომის პაპმა ონლაინრეჟიმში მიმართა სანკტ-პეტერბურგში შეკრებილ კათოლიკე ახალგაზრდებს, რა დროსაც მათ მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, რომ ისინი არიან "დიდი რუსეთის, განათლებული, დიდი კულტურის, დიდი ჰუმანურობის იმპერიის შთამომავლები".

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის ხელისუფლებამ სამწუხარო უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პაპის განცხადება "იმპერიალისტურ პროპაგანდად" შეაფასეს.

მოგვიანებით, ვატიკანმა განმარტება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფრანცისკეს არ ჰქონდა განზრახვად რუსული იმპერიალიზმის განდიდება. ვატიკანის ცნობით, რომის პაპის მიზანი იყო, მოეწოდებინა ახალგაზრდებისთვის, "შეინარჩუნონ და განავითარონ ყველაფერი ის, რაც პოზიტიურია დიდ რუსულ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში".

დღის ამბები