07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
"სფეის იქსმა" და "ნასამ" 6 თვიანი მისია დაიწყეს - მისიის შემადგენლობაში 4 ასტრონავტი, მათ შორის ერთი რუსია

"სფეის იქსმა" და "ნასამ" 6 თვიანი მისია დაიწყეს - მისიის შემადგენლობაში 4 ასტრონავტია, მათ შორის ერთი რუსი კოსმონავტი კონსტანტინე ბორისოვი "როსკოსმოსიდან". ბორისოვი მესამე კოსმონავტი გახდა რუსეთის კოსმოსური სააგენტოდან, რომელიც აშშ-ს წარმოების კოსმოსური ხომალდით იფრენს.

რუსი ასტრონავტის გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე ომის, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე ხდება.

"ნასამ" რამდენჯერმე განაცხადა, რომ არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ქვეყნების კოსმოსში მიმდინარე თანამშრომლობაზე.

კოსმოსურ სადგურზე ყოფნის დროს ასტრონავტები ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. კვლევა მოიცავს ადამიანის ხელმძღვანელობით კოსმოსური მისიებიდან ბაქტერიების და სოკოების გაფანტვის პოტენციური რისკის გამოკვლევას. ჯგუფი გააანალიზებს, შესაძლებელია თუ არა მიკროორგანიზმების განდევნა კოსმოსური სადგურის სავენტილაციოდან და კოსმოსის ვაკუუმში გადატანა.

დღის ამბები