07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ქარიშხალმა "იდალიამ" ფლორიდას გადაუარა - დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები

ქარიშხალმა "იდალიამ" ფლორიდას გადაუარა - დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები. "იდალიამ" ფლორიდაში, ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში 400 თასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ძლიერ ქარიშხალს თან უხვი ნალექი ახლდა, რამაც გზები და შენობები დატბორა. ფლორიდაში დაზღვეული ქონების ზარალი 10 მილიარდ დოლარს აღწევს.

ეს შტატში მე-3 კატეგორიის ძლიერი შტორმია, რომელიც ბოლო 125 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამ დროისთვის ქარიშხლის ინტენსივობა შესუსტებულია და ის სამხრეთ კაროლინაშია. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

დღის ამბები