07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
უკრაინის თავდაცვის მინისტრს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლებენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

პარლამენტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს სავარაუდოდ მომავალ კვირას განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეზნიკოვის კანდიდატურა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე განიხილება.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის პოსტზე სულ მცირე ორ კანდიდატურას განიხილავს.

დღის ამბები