06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი ისევ ვიყარო - ვოლოდიმირ ზელენსკი

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. იერიშების შედეგად დონეცკის ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ბოლო 24 საათში 61 ჯერ დაიბომბა ხერსონი, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს 21 დასახლებაზე, დაშავდა 3 ადამიანი.

აფეთქებების ხმა ისმოდა მოსკოვში. რუსეთის კურსკის ოლქი გუბერნატორის თქმით, ქალაქ კურჩატოვში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორმა უკრაინულმა დრონმა შეტევა სცადა.

მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი, შეიძლება, წლის ბოლომდე დასრულდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი პირობებად კონტრშეტევის მოგებას ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიწვევას ასახელებს.

მისივე განცხადებით, აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი ისევ თუ არჩევნები ომის დროს ჩატარდება.

"ომის დასრულების თარიღზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს შეიძლება უახლოეს თვეებში, 2023 წელს მოხდეს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე. ფრონტზე განვითარებული მოვლენები გადამწყვეტი იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

ასევე, უკრაინის ნატოში მიწვევამ შეიძლება ომის დასასრული მოაახლოოს. უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი მხოლოდ ომის შემდეგ გახდება, მაგრამ გაწევრიანებაზე მიწვევა ადრე შეუძლია მიიღოს, რაც შეეხება მეორე ვადას, ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი ისევ ვიყარო , თუ არჩევნები ომის დროს ჩატარდება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები