06 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნს, თავს ტაიფუნი "საოლა" დაატყდა

ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნს, თავს ტაიფუნი "საოლა" დაატყდა. "როიტერის“ ცნობით, სტიქიას, სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ევაკუირებულია 800 000 ადამიანი.

ტაიფუნს თან ძლიერი ქარი და უხვი ნალექი ახლავს, რამაც ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია. წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეაფერხა. გაუქმებულია ასობით ავიარეისი, არ მუშაობს მაღაზიები, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

ამჟამად, ტაიფუნი ტაივანისკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე იკლებს. ტაივანის აეროპორტებში ფრენები უკვე გააუქმეს, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები