06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
"სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის" - ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

""სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის. სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

დღის ამბები