15 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
გამოაშკარავდება რეალურად, ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, მმართველი გუნდი ხვალ უმრავლესობის სხდომას გამართავს, ამის შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. პროცედურის დასაწყებად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. პრეზიდენტის იმპიჩმენტს კი, რომლის მიზეზიც მმართველი გუნდის თქმით, კონსტიტუციის დარღვევაა 100 ხმა სჭირდება. "ქართული ოცნება" ვაჭრობას არ აპირებს.

"ამ პროცედურის დადებითი მხარე არის, რომ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება, რეალურად ვინ უჭერს მხარს იმ რიტორიკის ლობირებას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დღეს ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველო შარშანაც, წელსაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა, ვინც ოპოზიციიდან იძახის საპირისპიროს, შეუძლია ახლა დადგეს და შეეწინააღმდეგოს იმპიჩმენტის პროცედურას. ამას გამოააშკარავებს რეალურად ეს პროცედურა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, ვისთვის ევროინტეგრაცია ლოზუნგია მხოლოდ და ვისთვის ნაკეთები საქმე და წინ წაყვანილი ქვეყანა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

პროცედურის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შესვლის შემდეგ, სასამართლომ დასკვნა პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა გაუგზავნოს, პოლიტიკური ვერდიქტი კი საკანონმდებლო ორგანომ 2 კვირაში უნდა გამოიტანოს.

 

 

 

დღის ამბები