06 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო

მასირებული შეტევა ოდესის ოლქზე - იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით გასულ ღამით დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. უკრაინული მხარე იტყობინება, რომ დრონებით თავდასხმის სამიზნე დუნაის ნაპირზე მდებარე ობიექტები იყო. იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია აგრარული და საწარმოო ობიექტები, საწყობები და ტექნიკა. მსხვერპლი არ არის. კიევში განმარტავენ, რომ ამ შეტევის დროს მათ 17 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქსა და შავი ზღვის თავზე, ყირიმთან ახლოს ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ასევე გაანადგურეს ამერიკული წარმოების 4 სწრაფმავალი სამხედრო კატერი. კიევს ეს ფაქტი ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მოსკოვის სამ აეროპორტში 20-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და რვა - გაუქმდა. მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

 

დღის ამბები