06 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
ტაივანში ტაიფუნ "ჰაი-კუის" შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

სტიქია უტევს ტაივანს- ტაიფუნი "ჰაი-კუის" შედეგად დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, ათასობით მოსახლეს ევაკუაცია მოუწია. მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა მანქანები და ინფრასტრუქტურა.

ათი-ათასობით სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევდა, თუმცა დიდი სტრუქტურული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია ყველა შიდა ფრენა. ტაიფუნი "ჰაი-კუი" ამჟამად უკვე ჩინეთისკენ მიემართება.

 

 

დღის ამბები