06 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მალთაყვას უბანში, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. დაშავებულები ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები