06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
"მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ "მარცვლეულის შეთანხმებას" დაუბრუნდეს - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ცვლილებები არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერო-სთან და თურქეთთან, რომლებიც მუშაობდნენ იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ეფექტური ყოფილიყო,"-აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს "მისი მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ოპერატიული ძალისხმევისთვის", რომელიც მიზნად ისახავს ახალი შეთანხმების მიღწევას.

დღის ამბები