06 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა - ზელენსკიმ სამხედრო ექიმები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით იმყოფებოდა. ზელენსკიმ სამხედროები მოინახულა და მათ ჯილდოები გადასცა.

"მთელი დღე ჩვენს მეომრებთან ერთად გავატარეთ. უაღრესად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურებთან კომუნიკაცია.

ჩვენი სამხედრო ექიმები დავაჯილდოვე და მადლობა გადავუხადე. ისინი დიდი ადამიანები არიან, რომლებიც გმირებს გადაარჩენენ. ნამდვილი უკრაინული, კაზაკური სულია, როცა ბიჭები ჭრილობებს იშუშებენ და პოზიციებზე თავიანთ ძმებთან ბრუნდებიან და კვლავ ოკუპანტებს ანადგურებენ, დიდი პატივია მადლობა გადავუხადო ასეთ მეომრებს.

მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ყველას მსოფლიოში, ვინც ჩვენი, უკრაინის გაძიერებისთვის მუშაობს და მუდმივად გვეხმარება, ვინც ჩვენს გვერდით დგას. მე ყველაფერს ვაფასებ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები