06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
კიევში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან

სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ცოტა ხნის წინ უკრაინაში - მათ შორის კიევში. საჰაერო თავდაცვა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ იტყობინებოდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 30-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაფიქსირდა 200-მდე აფეთქება. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება; ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული ჯარები რობოტინეს რაიონში დაწინაურდნენ.

დღეს კიევში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. კიევში, ენტონი ბლინკენი, ბოლოს, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პენტაგონის მეთაურთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობისგან კიევმა უკვე მიიღო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. საუბარია Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის 10 ათასზე მეტ ჭურვსა და შეჯავშნულ ხიდგამდებ Beaver-ზე. პაკეტშია ავტომანქანები და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობაც.

 

დღის ამბები