06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
სტიქიას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა - ძლიერი წვიმის შედეგად, დასახლებები დაიტბორა

სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას თურქეთში, ოთხი დაკარგულად ითვლება - ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებები ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. წვიმას წინ ძლიერი ქარიც უძღოდა.

დატბორილია სტამბოლიც ნაწილიც. ქალაქში გართულებულია ქუჩებში მოძრაობა.

სტიქიის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მობილიზებულია მძიმე და სამხედრო ტექნიკა.

დღის ამბები