06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
ძლიერი წყალდიდობა ბულგარეთში - დაღუპულია 2 ადამიანი

ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ბულგარეთში. შავი ზღვის რეგიონის, ცარევოს მუნიციპალიტეტში ორი ადამიანია დაღუპული. ადგილზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ვრცელდება ინფორმაცია 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ.

რეგიონში ნალექის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარეებმა არაერთი მანქანა ზღვაში ჩაიტანა; დაზიანებულია გზები. მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმა ჯერ არ გადაიღებს.

 

დღის ამბები