06 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
"ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა, ეს პლატფორმა არ გადაკეთდება პოლიტიკური პარტიად" - ნინო ლომჯარია

"საქართველოს ევროპული ორბიტა" - ახალი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა. ყოფილი ომბუდსმენი განმარტავს, რომ ახალი მოძრაობის მიზანი მხოლოდ ევროინტეგრაციის ლობირება იქნება. აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არის.

ამავდროულად გამორიცხავს, რომ ორგანიზაცია საბოლოო ჯამში პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდეს. 

"ამ პლატფორმის შექმნის საჭიროება დავინახეთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არის ძალიან დიდი ადამიანური რესურსი ინტელექტუალური, შემოქმედებითი თუ სხვა ტიპის რესურსი, რომელიც ვერ კონსოლიდირდება იმის გამო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია, აქტივიზმის სურვილი და ა.შ. უბრალოდ არ სურთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეს ადამიანები ასეთ პროცესში იყვნენ ჩართული და საკუთარი წვლილი შეიტანონ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც, რომ იცოდნენ მათთვისაც, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა, ეს პლატფორმა არ გადაკეთდება პოლიტიკური პარტიად," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

 

 

დღის ამბები