06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ბრაზილიაში ექსტრატროპიკული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში ექსტრატროპიკული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-ამდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ ქვეყნის სამხრეთით რიო გრანდე დო სულის შტატი დააზიანა.

ქალაქ მუკუმიდან მაშველები სახლებში ჩარჩენილ მოსახლეობას გადარჩენაში ნავებით ეხმარებოდნენ.

ბუნებრივი კატასტროფები ბრაზილიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. ძლიერი წვიმების, წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების მსხვერპლის წლიური სტატისტიკა 50-ს აჭარბებს.

დღის ამბები