07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
რა არის "გრინ ჯორჯია" და რას სთავაზობს ის მომხმარებელს

მეგი ჯაშს  და ეკატერინე  ყუბანეიშვილს წლების წინ ერთი იდეა აერთიანებდათ - მათ სურდათ, შეექმნათ სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს მოდის ინდუსტრიას შეასწავლიდა. ეს ცოდნა მაშინ დეფიციტური იყო და შესაბამისი სალექციო კურსებიც არ არსებობდა. იდეის ხორცშესხმა 7 წლის წინ დაიწყეს, თუმცა ახალ პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად, იდეამაც სახე იცვალა. მოდის ბიზნესის  შესწავლის პროცესი ეკომდგრადი მიმართულებით განვითარდა და თანდათან ყველაფერი „გრინ ჯორჯიამდეც“ მივიდა. ეს შემეცნებითი პლატფორმა მალე საზოგადოებისთვის „სექრეთ გარდენ ქარვასლაში იქნება“ ხელმისაწვდომი და მდგრადი მოდის გარდა, დაინტერესებულ ადამიანებს სხვა ეკომდგრად მიმართულებებსაც შეასწავლის.

როგორც მეგი ჯაში აღნიშნავ „გრინ ჯორჯიას“ კონცეფცია კურსის ერთ-ერთ წამყვან ლექტორთან -  ნინო იოსელიანთან ერთად შეიმუშავეს.

No description available.

„თავიდან პროექტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ „გაუსთან“ ერთად განვახორციელეთ  ამიერიდან კი, საგანმანათლებლო პლატფორმა „გრინ ჯორჯია” ,  რომლის მთავარი მიმართულება ეკო მდგრადი კონცეფციაა “სექტრეთ გარდენის” ქოლგის ქვეშ განხორციელდება.

მსოფლიო ეტაპობრივად მდგრად მიმართულებაზე გადადის. ბრენდებს უკვე ვალდებულება აქვთ 2025 წლიდან ეტაპობრივად გადავიდნენ ეკომეგობრულ ნაწარმზე.  საქართველო კი ის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს რესურსი და ისტორიული გამოცდილება თანამედროვე ტენდენციებს შეუერთდეს და მდგრადი მიმართულებით განვითარდეს. ჩვენს პარტნიორ ნინო იოსელიანს აქვს „კავკასიის ფერები“, რომელიც ბუნებრივ ქსოვილებსა და საღებავებს მოიცავს. რამდენიმე წამყვანი ქართველი დიზაინერი კი  მასთან თანამშრომლობს , რაც გვაძლევს იმის ფიქრის, რომ მზაობა მათი მხრიდან მდგრადი განვითარების არის “ - ამბობს მეგი ჯაში.

სასერტიფიკატო კურსები  წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების შესწავლის შედეგად შეადგინეს. „გრინ ჯორჯიას“ თანადამფუძნებლის, ეკატერინე  ყუბანეიშვილის განმარტებით, ამ პროცესში ქართველი და ევროპელი წამყვანი სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება გაიზიარეს, მოარგეს ისინი ქართულ რეალობას და მომხმარებელს თანამედროვე სწავლის მოდელი შესთავაზეს.

No description available.

„სასერტიფიკატო პროგრამა შედგება თეორიული ნაწილისა და პრაქტიკული მეცადინეობისგან. ჩვენი სტუდენტები შეისწავლიან მოდისა და ხელოვნების  ისტორიას, თანამედროვე ტენდენციებს, მარკეტინგს, ბრენდის სტრატეგიას, ბიზნესს პარტნიორებთან ურთიერთობას, ფინანსურ ანალიზს, ელექტრონულ კომერციას, ინფლუენსერ მარკეტინგულ სტრატეგიას, პრეზენტაციის უნარებს  და რაც მთავარია,  ბიზნესის მდგრად განვითარებას.

მსურს ხაზი გავუსვა ჩემს ჩართულობას აღნიშნულ პროგრამებში , გარდა კურსების ხელმძღვანელობისა უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც  მოიცავენ პროექტზე მუშაობას, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, პროექტის პრეზენტაციას და მის ინტერაქციულ განხილვას. სტუდენტები სწავლის პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორების ღონისძიებებში. თითოეული კურსის ბოლოს სტუდენტები თავიანთ ბიზნესს პროექტებზე მუშაობენ, ჩვენი პროფესიონალი ლექტორები კი, მათი იდეების განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სწორედ ასე შექმნეს ჩვენმა სტუდენტებმა უამრავი წარმატებული ბრენდი.

კურსების  უპირატესობა ქართველი წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასებია, სადაც დიზაინერები, ბრენდ მენეჯერები და მარკეტოლოგები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. კურსდამთავრებულები კი  სტაჟირებას გადიან და დასაქმდებიან პარტნიორ კომპანიებში,“ - აცხადებს ეკატერინე ყუბანეიშვილი.

No description available.

„გრინ ჯორჯიას“ პროფესიონალი და გამოცდილი ლექტორები ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი მარკეტოლოგი ნინო იოსელიანია, რომელიც ლექციებს მოდის მარკეტინგზე კითხულობს. ეს უმნიშვნელოვანესი კურსია, რადგან მარკეტინგი ის აუცილებელი საკითხია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულმა ადამიანმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს.

„მარკეტინგის გარეშე ბრენდის შექმნა და პროდუქტის სწორად პოზიციონირება წარმოუდგენელია. ჩვენ ვასწავლით მოდის და ასევე, მდგრადი მოდის მარკეტინგს: როგორ შექმნან საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და როგორ გაუკეთონ მას სწორი ბრენდინგი. შესაბამისად, სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ, როგორ შეფუთონ თავიდან ბოლომდე ბრენდი, რათა დააკმაყოფილონ ლოკალური ბაზარი და მზად იყვნენ, მის გლობალურ ბაზარზე გასატანად.

საქართველოში ჩვენ გვაქვს რესურსი, შევქმნათ საინტერესო პროდუქტები, რომელთაც გათანამედროვება და მსოფლიო ბაზარზე მორგება სჭირდება. ჩვენი კურსი ეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ ყველა ის ეტაპი, რომელიც მთელი ამ პროცესისთვის საჭიროა“, - აღნიშნავს ნინო იოსელიანი.

„გრინ ჯორჯიას“ კიდევ ერთი ლექტორი შოთა ჩინჩალაძეა. ის „ბრენდის სტრატეგიის“ კურსს უძღვება და სტუდენტებს განსხვავებულობის მნიშვნელობას უზიარებს. მისი თქმით, ბრენდინგი თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ფუნდამენტია.

„ზოგადად, ბრენდინგის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ შექმნა რაღაც, რაც რადიკალურად განსხვავებული იქნება. ამის გარეშე თანამედროვე ბრენდების არსებობას აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ არის ეს საგანი ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოდის ინდუსტრიას ეხება. საბოლოო ჯამში, ბრენდი ამ სიმბოლიზმის მთავარი გამოხატულებაა და მეტიც, ის თავად არის სიმბოლო.

ჩვენ ლექციებს ვიწყებთ მაგალითით, თუ რამდენად არაფრის მომცემია მოდის ბიზნესში რაციონალური დიზაინი და რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა სიმბოლიზმმა. საქართველოში ამ კურსის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია, სადაც იგებენ სტუდენტები, თუ როგორ მუშაობს რეალურად მოდის ბიზნესი. ამ ინფორმაციას ისინი პირველწყაროდან იღებენ, ანუ იმ ადამიანებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ სფეროში. ჩვენ მათ ვასწავლით, რა გზა უნდა გაიარონ, რათა მიაღწიონ იმას, რისი მიღწევაც სურთ,“ - ამბობს შოთა ჩინჩალაძე.

იხილეთ მოდის ბიზნესის სასერტიფიკატო კურსის შესახებ სარეგისტრაციო ფორმა:

https://rb.gy/j6aig



(R) 



 

დღის ამბები