06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ლატვიის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, ორ სოციალისტ ევროპარლამენტარს შესაძლოა საპარლამენტო იმუნიტეტი მოეხსნას

ლატვიის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, ორ სოციალისტ ევროპარლამენტარს შეიძლება საპარლამენტო იმუნიტეტი მოეხსნას.

ამის შესახებ გამოცემა "ეურაქტივი" წერს. ლატვიის გენერალური პროკურატურა ცდილობს სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღების, თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის რიგის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის წინააღმდეგ აღძრას.

საქმე ეხება მათ მერიაში მუშაობის პერიოდს და დაახლოებით 10 მილიონი ევროს ოდენობის თანხას. გამოცემის ცნობით, საქმე შესაძლოა უფრო დიდი კორუფციული სქემის მხოლოდ ნაწილი იყოს.

 
დღის ამბები