06 ოქტომბერი 2024,   22:32
ვრცლად
კოკისპირულმა წვიმებმა ჰონგ-კონგში მასშტაბური ზარალი გამოიწვია - დაიტბორა გზები და შენობები

კოკისპირულმა წვიმებმა ჰონგ-კონგში მასშტაბური ზარალი გამოიწვია - დაიტბორა გზები და შენობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დიდი რაოდენობით წყლის გამო ქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. ბოლო 140 წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები