06 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
კალაპოტიდან გადმოსული ადიდებული მდინარეები, ჩამოწოლილი მეწყერი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები - სტიქიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ დააზარალა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ყველაზე რთული ვითარებაა სოფელ ჯუმათში - სწორედ აქ იპოვეს არასრულწლოვნის ცხედარი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. მოსახლეობა გამოჰყავთ მეწყერ საშიში ზონებიდან.

ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

ასევე, რთული ვითარებაა ქალაქ ოზურგეთში, სადაც მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება წყლის მაღალი დონის გამო შეფერხებულია. ყველა პრობლემურ ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. 

დღის ამბები