06 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
გურიაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია ერთი - მაშველებმა 11 წლის ბავშვის და 82 წლის ქალის ცხედრები სხვადასხვა სოფელში იპოვეს​

გურიაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში იპოვეს. გარდაცვლილია 82 წლის ქალი. ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

დაახლოებით ორი საათის წინ კი 11 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს ოზურგეთის სხვა სოფელში, კერძოდ სოფელ ჯუმათში.

მოვარდნილი ღვარცოფის გამო ბავშვის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით იყო. კიდევ არიან დაკარგულები და ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დამეწყრილია რამდენიმე სოფელი.

 

დღის ამბები