06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სომხეთმა სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი მობილიზება დაიწყო - აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთმა სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი მობილიზება დაიწყო. სამხედრო მობილიზებასა და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდაზე საუბრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს. პრემიერის თქმით, საერთაშორისო თანასაზოგადოებამ და გაერომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ ზომები რეგიონში ახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

დღის ამბები