15 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ" - პრემიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე

"ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და ზოგადად, ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც პირველ რიგში, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას, როგორც მთავარ კანონს და ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად, ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის.

შესაბამისად, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ და იქვე განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა არ გვაქვს პარლამენტში, რომ ფორმალურად მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ იმიჯს, ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ასე ვთქვათ, ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები