06 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
ვერტმფრენის ჩართვაა საჭირო, ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. ვიშკაზე, ჩამოყვანა ვერ ხერხდება - ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ვერტმფრენის ჩართვაა საჭირო. მისივე თქმით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია.

"ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. შეძლებისდაგვარად, სამაშველო სამსახური მუშაობს, ჩვენც ჩართულები ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეები იმ სახლებიდან გამოგვყავს, სადაც არ არის მეორე სართული და პირველი სართული დაბალია. გამოგვყავს მოსახლეობა შეძლებისდაგვარად. ადგილობრივებიც გვეხმარებიან, ნავებით გამოჰყავთ ხალხი. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ.

წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება. ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო. ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. ვიშკაზე, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირას არის, მანქანა წყალმა გასტაცა და ვერტმფრენის ჩართულობის გარეშე ვერ გამოგვყავს. მე როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და ელოდებიან წუთი-წუთზე," - განაცხადა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა სოფელ სუფსაში დავით გუმბარიძემ.

დღის ამბები