06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
გურიის სტიქიის გამო საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აკრძალულია

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამი, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე.

ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია.  

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ  დააზიანა.  

ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.

დღის ამბები