07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
სტიქიის ზონაში სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც

სტიქიის ზონაში, სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მაშველები ყველა იმ სოფელში, მივიდნენ რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და მოქალაქეები ყველა საჭირო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაშველებისა და ყველა იქ მყოფი პირისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანების უსაფრთხოებაა:

"წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ზარალი კი ძალიან დიდი. მთავარი ამოცანა, ვიდრე ზარალზე ვისაუბრებთ, უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, რომელიც ახლა იმ ადგილებში იმყოფებიან, სადაც შესაძლოა გარკვეული რისკები არსებობდეს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის პირველივე მომენტიდან ყველა მიმართულებით სრული მობილიზაცია იყო:

"პირველივე მომენტიდან, ყველა მიმართულებით სრული მობილიზაცია იყო. ყველა ჩართული იყო რომ დროული დახმარება მიეღოთ ადამიანებს და მათი გადარჩენა დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

გურიაში სტიქიისს შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, მიწაში მოყოლილი სახლები, დატბორილი ეზოები და დანგრეული ხიდები - სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

დღის ამბები