07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ძლიერი წვიმა რუსთავში - ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გზები დაიტბორა, პარალიზებული იყო მოძრაობა

ძლიერი წვიმა რუსთავში - ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გზები დაიტბორა. პარალიზებული იყო მოძრაობა. წყალი შევიდა ცენტრალური ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და კომერციულ ობიექტებშიც.

ამოტუმბვითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან. როგორც მერიაში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება. ვითარებას რუსთავის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები