06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ნიუ-დელიში „ოცეულის ჯგუფის“ სამიტი დაიწყო

ნიუ-დელიში, "ოცეულის ჯგუფის“ რიგით მე-18 სამიტი დაიწყო. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა, რომელიც ინდოეთში და  სამხრეთ აზიაში ტარდება. "როიტერის" ინფორმაციით, სამიტი აფრიკული კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭებიდან დაიწყო.

დღის წესრიგის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებები და უკრაინაში რუსეთი აგრესია იქნება. შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტი გამოტოვებს, თუმცა ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ადგილზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ჩავიდა.

ინდოეთში არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ჩინეთისა და იაპონიის პრემიერ მინისტრები.

დღის ამბები