07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ვრცელდება სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ეროვნული არქივის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა - ბუბა ლომუაშვილი

ვრცელდება სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ეროვნული არქივის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა განაცხადა. 
 
ლომუაშვილის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 
 
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ასეთი მაღალი პროფესიონალური მიდგომისთვის. მათი დახმარებით ძალიან სწრაფად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევიდეთ ადგილზე. შსს როდესაც დაამთავრებს ყველა სამართლებრივ პროცედურას, შემდგომ შეგვეძლება, ვნახოთ, რა დაზიანდა. ჩვენ ვიცოდით ამ რისკების შესახებ, გვქონდა ყველა სახის დაცვის სისტემა, თუმცა მოგეხსენებათ, ეს აალებადი კინოფირებია. თუ როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. ის ძვირფასი მასალა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო მოთავსებული, ეს გაციფრულებულია და გვაქვს ასლები. ყველა საჭირო სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში იყო განთავსებული," -განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

დღის ამბები