07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
10 სექტემბერს საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება

ყოველი წლის 10 სექტემბერს საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება.

წელსაც საზეიმო ღონისძიება რომელიც სიმბოლურად ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ ტერიტორიაზე ჩატარდა, ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. პრეზენტაციაზე რომეო მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ელექტროენერგიის ადგილობრივმა გამომუშავებამ, ასევე ექსპორტმა გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის დარგში განსაკუთრებული წვლილით გამორჩეულ ადამიანებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

დღის ამბები