07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი გადაეცა

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების ერთი ნაწილი უკვე გადაეცა. ოზურგეთსა და ლანჩხუთში მცხოვრები ადამიანებისთვის, მშრალი პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს.

სამტრედია, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, ჩოხატაური და ხონი-დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ორგანიზაციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან უკვე გაერთიანდნენ. ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულ მოსახლეობას კიდევ გადაეცემა. მათი დახმარების მიზნით თანხა სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყო.

დღის ამბები