06 ოქტომბერი 2024,   23:29
ვრცლად
რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023 ქართულ სტენდზე, ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს უმასპინძლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიძი სმიტს უმასპინძლეს.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა RIGA FOOD 7 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.

დღის ამბები