07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა ანაკლიაში, კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით.

ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე დაესწრო, რომელმაც ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ირაკლი გივიაშვილმა ბანაკის მნიშვნელობასა და მის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრა.

ანაკლიის ბანაკმა 2023 წელს 2337 ახალგაზრდას 10 ნაკადად უმასპინძლა. ბანაკს 14-იდან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან სტუმრობდნენ. შაორის ბანაკმა კი წელს 700-ამდე ახალგაზრდას უმასპინძლა, საბანაკე პროგრამა, რომელსაც 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები სტუმრობდნენ ხუთი დღე გაგრძელდა. ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა პარტნიორ უწყებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით შეირჩნენ. 

დღის ამბები