07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა

საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა. განცხადებას საკოორდინაციო საბჭოს წევრები აკეთებენ. საბჭოს სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები, განიხილეს.

“​“დიარჯის“ რეფორმის შემოღებიდან დღემდე უკვე დაახლოებით ნახევარი მილიონი შემთხვევა დაფინანსდა “დიარჯის“ მეთოდოლოგიით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაფიქსირდა არის ის, რომ პაციენტებს შეუმცირდათ თანაგადახდა მნიშვნელოვნად და თანაგადახდის ნაწილი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. ეს დიდ შვებას აძლევს მოსახლეობას, რაც თავიდანვე “​დიარჯის“​ ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ვფიქრობთ, რომ უკვე 1 წლის თავზე შეგვიძლია წარმატებულად შევაფასოთ “​დიარჯის“​ რეფორმა და დამატებით გაფართოებაზე ვიფიქროთ,“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს შეფასებით, საქართველოში DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

“თითქმის, 10 თვეა, რაც საქართველოში, DRG მოდელი მოქმედებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის წარმატებული რეფორმა. გავეცანით მონაცემთა წინასწარ ანალიზს, რაც საკმაოდ დამაიმედებელია. DRG-ის იმპლემენტაცია ეფექტურად ხორციელდება. ვხედავთ, რომ DRG მოდელი, მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს, რაც აისახება მათი მხრიდან თანაგადახდის წილის შემცირებით, ამას გარდა DRG-ს რეფორმა აუმჯობესებს სამედიცინო დაწესებულების მართვასა და გამჭვირვალობას,” - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე.

დღის ამბები