07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
რუსთავის მერმა რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალური შეხვედრა გამართა

რუსთავის მერმა რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალური შეხვედრა გამართა. პროექტი კომპანია GWP-მ რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით 2022 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.

კომპანია “ჯი ვი პი“ სამუშაოებს შეფერხებით აწარმოებს, რის გამოც რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა ექმნება.

რუსთავის მერმა წყლის კომპანიას აღებული ვალდებულებების შესრულება და ერთი კვირის ვადაში, უკვე შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიშის წარმოდგენა მოსთხოვა.

დღის ამბები