06 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილო კორეის მიმართ არ მოვერიდებით ახალი სანქციების დაწესებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტს ეხმაურება. სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის "ყოყმანის გარეშე" დაუწესოს ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს, თუ ისინი იარაღის გადაცემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებას დაარღვევენ.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ შეხვედრის შედეგს. შევახსენებ ორივე ქვეყანას, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ, რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ მოვერიდებით ახალი სანქციების დაწესებას," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები