06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს აჭარბებს

ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს აჭარბებს. არიან დაშავებულები, დაზიანებული საცხოვრებლები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ქარიშხალმა "დანიელმა" ქვეყანაში წყალდიდობა გამოიწვია, კაშხლები გაარღვია და რამდენიმე ქალაქში საცხოვრებელი უბნები წალეკა.

ყველაზე დიდი ნგრევა ქვეყნის აღმოსავლეთით ქალაქ დერნაში დაფიქსირდა, რომელიც კატასტროფის ზონად გამოცხადდა.

ადგილობრივი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დერნაში 5 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.


დღის ამბები