06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
"თუ ევროკომისია არ განაგრძობს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას, პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას" - პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრი

"თუ ევროკომისია არ განაგრძობს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას, პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უკრაინული მარცვლეული მიიღოს, რადგან ამით ადგილობრივი ფერმერები ზარალდებიან.

მინისტრის განმარტებით, პრიორიტეტი ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებაა. ვალდემარ ბუდას თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლონეთში იმპორტირებულ ხორბალზე გავრცელდება.

დღის ამბები