07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ომალოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მისი გარდაცვალებიდან, სავარაუდოდ, წელიწადზე მეტია გასული

თუშეთში, სოფელ ომალოში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ძვლების ნაშთი ერთ-ერთ სახლში მეპატრონემ იპოვა,რომელიც რამდენიმე წელია, იქ არ ცხოვრობს. მანამდე ის უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ცხედარი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის და გარდაცვალებიდან წელიწადზე მეტი გავიდა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები