06 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი - პოდოლიაკი

საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი. მიხაილ პოდოლიაკი ამის ერთ-ერთ მიზეზად "ქართული ოცნების" დამამცირებელ დამოკიდებულებას ასახელებს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების მიმართ.

"ომი დასრულდება და პუტინის ვერტიკალის დაცემის შემდეგ ბევრი ქვეყანა სხვაგვარი იქნება, მათ შორის საქართველოც.

ამ პერიოდში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო, საკუთარი ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამინდელ პრეზიდენტის დემონსტრაციულად დამცირების გამო. ზურაბიშვილი ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და არის მაქსიმალურად ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან, სახელწოდებით "ქართული ოცნება". საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის, როგორც ასეთის, წევრი," - აცხადებს პოდოლიაკი.

დღის ამბები