07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
არქეოლოგებმა სამეგრელოში მასშტაბური არქიტექტურული ნაგებობების ნაშთებს მიაგნეს

არქეოლოგებმა სამეგრელოში მასშტაბური არქიტექტურული ნაგებობების ნაშთებს მიაგნეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები ადრე ქრისტიანული ხანიდან მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით პერიოდებს განეკუთვნება.

გათხრებში აქტიურად არიან ჩართული შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებიც. საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება ზუგდიდის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები